მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში დანიის სამეფოს ელჩს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში დანიის სამეფოს ელჩს, ანე ტოფტ სორენსენს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ქვეყანაში გატარებული და მიმდინარე რეფორმები, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროგრესი. შეხვედრისას, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოლოდინებზე ისაუბრეს და ამ პროცესში დანიის მხარდაჭერის მნიშვნელობა აღინიშნა.
მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული მდგომარეობა და უსაფრთხოების გამოწვევები, მისი გავლენა საქართველოს სტრატეგიული მიზნების განხორციელების კუთხით და ხაზი გაესვა მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის მნიშვნელობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები