მამუკა მდინარაძე: კარგია, რომ საზოგადოების განწყობა და რეაქცია ცოტათი, მაგრამ მაინც მოქმედებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებებზე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

“ძალიან კარგია, რომ საზოგადოების განწყობა და რეაქცია ცოტათი, მაგრამ მაინც მოქმედებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებებზე. 26 მაისის შემდეგ, ევროპის ერთ-ერთი უმაღლესი ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადებებიც დაბალანსებული გახლდათ. მაშინაც ვთქვი, რომ ეს იყო საზოგადოების უმწვავესი რეაქციის შედეგი და ეს არის ძალიან კარგი. მაგალითად, ზოგზე ეს უმწვავესი რეაქცია საერთოდ არ მოქმედებს. მივესალმები, რომ ასეთი დონის კრიმინალის და იმ სისტემის შემქმნელის, რომელიც ადამიანებს კლავდა, აწამებდა და აუპატიურებდა, ამ სისტემის შემქმნელის მიმართ თუ აქვს ასეთი რეაქცია სალომე ზურაბიშვილს, ეს არის ძალიან კარგი“, – აცხადებს მდინარაძე.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა „უკრაინსკაია პრავდასთან“ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა: “მე ანგარიშვალდებული ვარ, პირველ რიგში, ქართველი ხალხის წინაშე. მე, როგორც პრეზიდენტმა, უნდა გავითვალისწინო, რას გრძნობს ქართველი ხალხი”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები