ლევან ნიკოლეიშვილი: რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დავით ტურაშვილის რომანი სულაკაურის გამომცემლობამ რუსულ ენაზე გამოსცა, რუსეთ-უკარაინის ომიც არ აღმოჩნდა საკმარისი საბაბი იმისათვის, რომ წიგნი ავტორსა და გამომცელობას გაყიდვიდან ამოეღო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დავით ტურაშვილის ცნობილი რომანი „ტიბეტი არ არის შორს“ 2021 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ რუსულ ენაზე გამოსცა. 2022 წლის 21 თებერვალს დაწყებული რუსეთ-უკრაინის ომიც არ აღმოჩნდა საკმარისი საბაბი იმისათვის რომ წიგნი ავტორსა და გამომცემლობას გაყიდვიდან ამოეღო, – ამის შესახებ ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ტურაშვილის რუსული წიგნი დღემდე წარმატებით იყიდება სავაჭრო ქსელში.
“რუსეთ- საქართველოს ომის შემდეგ დავით ტურაშვილის ცნობილი რომანი „ტიბეტი არ არის შორს“ 2021 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ რუსულ ენაზე გამოსცა. 2022 წლის 21 თებერვალს დაწყებული რუსეთ-უკრაინის ომიც არ აღმოჩნდა საკმარისი საბაბი იმისათვის, რომ წიგნი ავტორსა და გამომცელობას გაყიდვიდან ამოეღო. ტურაშვილის რუსული წიგნი დღემდე წარმატებით იყიდება სავაჭრო ქსელში”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.