ირმა ზავრადაშვილი: დავით არახამია ამ ქვეყნის მტერია
“ქართული ოცნების” წევრი, ირმა ზავრადაშვილი უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის, დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა.
“დავით არახამია არის ამ ქვეყნის მტერი. ჩემი ქვეყნის მტერი, ჩემი ქვეყნის მტერია, სადაც უნდა იყოს. მის ყველა განცხადებაში არის ეს ხაზგასმული”, – განაცხადა ზავრადაშვილმა.
ცნობისთვის, დავით არახამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „მთელ მსოფლიოში არის გაყინული რუსული აქტივები, რომლებიც გამოყენებული იქნება უკრაინის აღდგენისთვის, კარგი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა მსგავსი სოლიდარობა“.