ჟვანიას სკოლაში სახელმწიფო ენის ტრენერთა გადამზადება მიმდინარეობს

სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ენის 15 ტრენერი გადამზადდება.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ გააანალიზონ ისეთი საკითხები, როგორებიცაა: სკოლის სასწავლო-სატრენინგო პროგრამებით სწავლების პროცედურა; სწავლების მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული წესი და ფორმები; დარგობრივი ენის პრაქტიკული კურსი – საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით სწავლების საკითხები; ენის სტანდარტი; ტრენერთა თვითშეფასება, როგორც პროფესიული განვითარების გზა; რელიგიური მრავალფეროვნება და მულტიკულტურალიზმის გათვალისწინება სწავლებისას; საჯარო ინფორმაციის მართვა და საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიები.

ჟვანიას სკოლა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამას დაარსების დღიდან ახორციელებს, რომლის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები