“ევროპის უნივერსიტეტის” ვიცე-პრეზიდენტი თამარ ზარგინავა მედიცინის ფაკულტეტის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა

“ევროპის უნივერსიტეტის” ვიცე პრეზიდენტმა თამარ ზარგინავამ 10 ივნისს მედიცინის ფაკულტეტის სხვადასხვა მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა დეპარტამენტების სამომავლო გეგმების განხილვას, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას და მხარდაჭერას. შეხვედრაზე ხელმძღვანელებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროს წამყვანი სპეციალისტები არიან, სიტყვით მიმართა „ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა და ბიოქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნათია ჯოჯუამ და “ევროპის უნივერსიტეტის” აფილირებულმა პროფესორმა და ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ გოგნაძემ. შეხვედრაზე ხელმძღვანელებს “ევროპის უნივერსიტეტის” ასისტენტმა და მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ – თანამშრომელმა ეკატერინე კოხრეიძემ, Horizon Europe-ის მიმდინარე და სამომავლო საგრანტო პროექტებზე, ხოლო სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ხელშემწყობი ცენტრის ხელმძღვანელმა გვანცა ჯიჩოშვილმა სამეცნიერო ბაზებისა და ჟურნალების შესახებ გააცნო ინფორმაცია.
ვრცლად დეპარტამენტების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3J5Zjlh

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები