ირაკლი ლატარია: ყორშიამ დააშორა გვარამია გაბუნიას და ახლა მაგისგან ითხოვთ სწორად ცხოვრებას და მოქმედებას?

ექსპერტი, ირაკლი ლატარია “მთავარი არხის” ჟურნალისტის, ბექა ყორშიას სიუჟეტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“ამ ხალხის გამკვირვებია, გვარამიას საყვარელს, ბექა ყორშიას რომ მორალს სთხოვ. ყორშიამ დააშორა გვარამია გაბუნიას და ახლა მაგისგან ითხოვთ სწორად ცხოვრებას და მოქმედებას?”, – წერს ლატარია.

ცნობისთვის, “მთავარი არხის” ჟურნალისტი, ბექა ყორშია როინ მეტრეველს დაუკავშირდა და გაეცნო, როგორც პრემიერმინისტრის აპარატის მრჩეველი, აკა მამაცაშვილი. მან მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს არაფორმალური სახით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა. მეტრეველი აღნიშნულზე დათანხმდა და უთხრა, რომ აკადემია “სრულფასოვნად” უჭერს მხარს მმართველ გუნდს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები