112-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის განცხადებით, 112-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია. მათივე ინფორმაციით, ცენტრი შეუფერხებლად იღებს გადაუდებელი დახმარების შესახებ შეტყობინებებს.
„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია. ცენტრი შეუფერხებლად იღებს გადაუდებელი დახმარების შესახებ შეტყობინებებს. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.