როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

13 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

„ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება.

თბილისში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები