საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ში ზარების შეფერხებისა და გადაუდებელი საჭიროებისთვის ალტერნატიული ნომრების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შედის.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება.

„ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შემოდის. თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე: 599842206; 598087761; 577011139; 577011174; 591544384; 591946840; 591946870; 591544375

ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება. ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები