“იყო პრეცედენტები, როდესაც საქართველომ აფხაზეთი ოფიციალურად აღიარა” – ინალ არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა აცხადებს, რომ “აფხაზეთი სუვერენული სახელმწიფოა, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და ეს სტატუსი არ განიხილება”.

ამის შესახებ მან რუსეთის პირველ არხზე გადაცემა „დიდ თამაშში“ თქვა.

„თუ საქართველოს სურს ჩვენთან ნორმალური ურთიერთობების დამყარება, მაშინ ჩვენ ვითხოვთ, რა თქმა უნდა, ორმხრივად სავალდებულო შეთანხმების ხელმოწერას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს რეგიონში სტაბილურობა შევინარჩუნოთ”, – თქვა მან.

მისი თქმით, ჯერჯერობით, თბილისი უარს ამბობს ხელშეკრულების ხელმოწერაზე და ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ “კოლექტიური დასავლეთის ქვეყნები, რომელთა მიზანია რუსეთის გარშემო „ცეცხლის რგოლის“ შექმნა, ანუ ადგილობრივი მტკივნეული კონფლიქტების პროვოცირება რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე”.

„მინდა, გავიხსენო 1921 წლის 21 მაისი, როდესაც საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა, ანუ ხელისუფლების ოფიციალურმა ორგანომ, აღიარა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. ანუ უკვე იყო პრეცედენტები, როდესაც საქართველომ აფხაზეთი ოფიციალურად აღიარა. და დარწმუნებული ვართ, რომ ახალ ისტორიულ რეალობაში ეს აუცილებლად მოხდება, რადგან გარდაუვალია და ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალი არ არის“, – შეაჯამა არძინბამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები