ანასტასია კირთაძე 14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია

ქართველი მოჭადრაკე ანასტასია კირთაძე ბათუმში მიმდინარე 14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კირთაძემ სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ნაადრევად, ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ანასტასია კირთაძე ასევე არის მსოფლიოს 15-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები