პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში დაიწყო

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვილი ბრანდტის სახელობის ბერლინ-ბრანდენბურგის სამხედრო აეროპორტში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, ოლაფ შოლცთან პირისპირ შეხვედრას ბერლინში გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები