გორის მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნების მოწყობა გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა კარალეთის დევნილთა დასახლებაში სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა, ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

„ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი გორის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 114 000 ლარია.

უკვე დასრულდა სპორტული მოედნის მოწყობა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ არბოში. პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდა.

სპორტულ მოედანზე მოეწყო როგორც ფეხბურთის კარები, ასევე კალათბურთის ფარები და ადგილობრივ მოზარდებს საშუალება აქვთ კიდევ უფრო მეტად დაკავდნენ სპორტული ცხოვრებით.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოადგილესთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, არბოს სტადიონიც დაათვალიერა.

სპორტული წესის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციის მიზნითა და მოსახლეობის მოთხოვნით, გორის მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები