სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების კოოპერატიული პროგრამის (ECPGR) მმართველი კომიტეტის მე-17 შეხვედრა პორტუგალიის ქალაქ ლისაბონში გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ევროპის 31 ქვეყნის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ეროვნული კოორდინატორი და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. საქართველო ECPGR-ის წევრი 2019 წლიდანაა, ხოლო მიმდინარე წელს, ევროპის მცენარეთა კრიოკონსერვაციის ჯგუფის წევრიც გახდა.

აღმასრულებელმა კომიტეტმა გასული X ფაზის ანგარიშის პარალელურად, წარმოადგინა, მცენარეთა გენეტიკური რესურსების კოოპერატიული პროგრამის (ECPGR)ახალი, XI (2024-2028 წწ) ფაზის სტრატეგია და პერსპექტიული მიმართულებები, როგორიცაა: ევროპის მცენარეთა გენბანკების ინტეგრირებული სისტემების (AEGIS), გენბანკების მენეჯერების და ევროპული შეფასების (EVA) ქსელის შექმნა, გენეტიკური რესურსების ინფორმაციისა და კოორდინაციის (ECIC/GR) ევროპული ცენტრის დაფუძნება და სხვა.

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თესლის ხარისხის ლაბორატორიამ 2020 წლიდან ISO/IEK 17025 სტანდარტებთან შესაბამისობის აკრედიტაცია 2020 წლიდან მოიპოვა.

ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების (ECPGR) კოოპერირებული პროგრამის ახალი XI ფაზის პრიორიტეტების გეგმის მიხედვით, საქართველოში არსებული მცენარეთა გენბანკის კოლექციების მდგრადი მართვის მიზნით, ამავე გენბანკში ISO 9001 ხარისხის სერტიფიცირების მენეჯმენტის სისტემის – ხარისხის ინფრასტრუქტურის შემუშავება-დანერგვა იგეგმება.

ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ შეხვედრა ლისაბონის აგრარული და ვეტერინარიის ეროვნული სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან გამართა, მევენახეობა-მეღვინეობის საცდელი სადგურის ვაზის ეროვნული საკოლექციო ნარგაობა დაათვალიერა და ინსტიტუტში ვაზის სელექციის მიმართულებით მიმდინარე კვლევით საქმიანობას გაეცნო.

გამართულ შეხვედრებზე, საქართველოსა და პორტუგალიას შორის სამომავლო სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხები დაიგეგმა.სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების კოოპერატიული პროგრამის (ECPGR) მმართველი კომიტეტის მე-17 შეხვედრა პორტუგალიის ქალაქ ლისაბონში გაიმართა.

შეხვედრას ევროპის 31 ქვეყნის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ეროვნული კოორდინატორი და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. საქართველო ECPGR-ის წევრი 2019 წლიდანაა, ხოლო მიმდინარე წელს, ევროპის მცენარეთა კრიოკონსერვაციის ჯგუფის წევრიც გახდა.

აღმასრულებელმა კომიტეტმა გასული X ფაზის ანგარიშის პარალელურად, წარმოადგინა, მცენარეთა გენეტიკური რესურსების კოოპერატიული პროგრამის (ECPGR)ახალი, XI (2024-2028 წწ) ფაზის სტრატეგია და პერსპექტიული მიმართულებები, როგორიცაა: ევროპის მცენარეთა გენბანკების ინტეგრირებული სისტემების (AEGIS), გენბანკების მენეჯერების და ევროპული შეფასების (EVA) ქსელის შექმნა, გენეტიკური რესურსების ინფორმაციისა და კოორდინაციის (ECIC/GR) ევროპული ცენტრის დაფუძნება და სხვა.

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თესლის ხარისხის ლაბორატორიამ 2020 წლიდან ISO/IEK 17025 სტანდარტებთან შესაბამისობის აკრედიტაცია 2020 წლიდან მოიპოვა.

ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების (ECPGR) კოოპერირებული პროგრამის ახალი XI ფაზის პრიორიტეტების გეგმის მიხედვით, საქართველოში არსებული მცენარეთა გენბანკის კოლექციების მდგრადი მართვის მიზნით, ამავე გენბანკში ISO 9001 ხარისხის სერტიფიცირების მენეჯმენტის სისტემის – ხარისხის ინფრასტრუქტურის შემუშავება-დანერგვა იგეგმება.

ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ შეხვედრა ლისაბონის აგრარული და ვეტერინარიის ეროვნული სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან გამართა, მევენახეობა-მეღვინეობის საცდელი სადგურის ვაზის ეროვნული საკოლექციო ნარგაობა დაათვალიერა და ინსტიტუტში ვაზის სელექციის მიმართულებით მიმდინარე კვლევით საქმიანობას გაეცნო.

გამართულ შეხვედრებზე, საქართველოსა და პორტუგალიას შორის სამომავლო სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხები დაიგეგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები