სალომე ზურაბიშვილი: გამძლეობას ვუსურვებთ მამაც მეხანძრეებსა და კანადის ხელისუფლებას საზარელ ხანძრებთან ბრძოლაში
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კანადის ხელისუფლებას მეხანძრეებს ხანძრებთან ბრძოლაში გამძლეობას უსურვებს.
ზურაბიშვილის თქმით, საქართველო კანადელი ხალხის გვერდით დგას.
“გამძლეობას ვუსურვებთ მამაც მეხანძრეებსა და კანადის ხელისუფლებას საზარელ ხანძრებთან ბრძოლაში. ამ რთულ დროს საქართველო კანადელი ხალხის გვერდით დგას”, – წერს ზურაბიშვილი “ტვიტერზე”.
ცნობისთვის, კანადაში ტყის ხანძრები მძვინვარებს, რომელთა რაოდენობამ შესაძლოა, ანტირეკორდიც მოხსნას. პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, ქვეყანაში ამჟამად 414 ტყის ხანძარია, მათგან 239 კონტროლს არ ექვემდებარება. 20 000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია.