გიორგი ამილახვარი: რაც შეიძლება მეტი უცხოური განათლება უნდა შემოვიტანოთ საქართველოში

ჩვენ რაც შეიძლება მეტი უცხოური განათლება უნდა შემოვიტანოთ საქართველოში, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს, ქვეყანაში მეტი ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტების შემოყვანასა და მათი ფილიალების გახსნაზე.

„რა თქმა უნდა, აქ მთავარი ორიენტირი არის ევროპა და აშშ. რაც შეიძლება, მეტი უცხოური განათლება უნდა შემოვიტანოთ საქართველოში, რომ უნივერსიტეტებმა, თავის პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად, შექმნან და განახორციელონ ერთობლივი და ორმაგი დიპლომის პროგრამები. მეორე, აქტიურად ვმუშაობთ, რომ შემოვიყვანოთ მეტი ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტები, გავხსნათ მათი ფილიალები საქართველოში. აი, ეს არის ჩვენი ამოცანა დღეს, ვინაიდან ქვეყანაში თუ არ შემოვიტანთ დამატებით ცოდნას და გამოცდილებას, მხოლოდ ჩვენი ლოკალური უმაღლესი განათლებით უბრალოდ, ფეხს ვერ ავუბამთ იმ მსოფლიო განვითარებას, რომელიც ახლა უმაღლეს განათლებაში მიდის“, – განაცხადა ამილახვარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები