გიორგი ამილახვარი: აქტიურად ვმუშაობთ მექანიზმებზე, როგორ ავამაღლოთ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟი და გავხადოთ ის უფრო მოთხოვნადი, ვიდრე არის

აქტიურად ვმუშაობთ იმ მექანიზმებზე, როგორ ავამაღლოთ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟი და გავხადოთ ის უფრო მოთხოვნადი, ვიდრე არის, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

„ამას აქვს ორი კომპონენტი. ერთი, ეს უნდა იყოს საზოგადოებაში აღიარებული, დაფასებული პროფესია და ბუნებრივია, ეს ვერ იქნება, თუ არ არსებობს მყარი სოციალური და ფინანსური გარანტიები ამ პროფესიის უკან. შესაძლოა, მხოლოდ ფინანსური კომპონენტიც არ ქმნიდეს პროფესიის პრესტიჟულობას, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ორივე კომპონენტის ნაზავი უნდა იყოს. ამ კუთხით რიგი მიმართულებები გვაქვს იდენტიფიცირებული და ვფიქრობ, უახლოესი მომავლიდან, ახალი სასწავლო წლიდან საზოგადოებას საჯაროდ გავაცნობთ იმ მექანიზმებს, მასწავლებელთა პროფესიის როგორ მხარდაჭერას ვფიქრობთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, მასწავლებელი არის ერთ-ერთი მთავარი ღერძი, რომელსაც სჭირდება მხარდაჭერა კვალიფიკაციის, ფინანსური კუთხით და განვითარების მიმართულებით.

„იმ მოდელის მასწავლებლით, რომელიც მიგვაჩნია ყველასთვის მისაღებად, იმ ავტონომიის პრინციპით, რომლისკენაც მივდივართ და გვინდა, ვიაროთ, ვფიქრობ, რამდენიმე წელიწადში ჩვენ ერთიორად სახეცვლილ და გაუმჯობესებულ სასკოლო საზოგადოებას და სასკოლო სივრცეს მივიღებთ, რომელიც პირდაპირ უპასუხებს ჩვენი შვილების უფრო მაღალ აკადემიურ მოსწრებას“, – განაცხადა ამილახვარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები