ანდრია ჯაღმაიძე: პრემიერ-მინისტრმა ძალიან საჭირო და საინტერესო ვიზიტი განახორციელა გელათში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ძალიან საჭირო და საინტერესო ვიზიტი განახორციელა გელათში, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ადგილზე გაეცნო არსებულ პრობლემატიკას და სამომავლო გეგმებს.

„ამ საინტერესო ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმითაც ენიჭება, რომ პრემიერ-მინისტრმა აქ ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა. ეს ეხება საერთოდ გელათის კომპლექსის გენერალურ გეგმას, რომელიც გულისხმობს აქ არსებული არქეოლოგიური კვლევების საფუძველზე აღდგენით სამუშაოებს და ერთი მთლიანი გეგმის შემუშავებას, რომელიც აქაურობას მაქსიმალურად კეთილმოეწყობა“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, გელათის სამონასტრო კომპლექსის აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად ახალი გენერალური გეგმა შემუშავდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები