ზურაბ აზარაშვილი – „ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა თითოეულ დევნილ ოჯახს შევუქმნათ უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებელი პირობები”

„ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა თითოეულ დევნილ ოჯახს შევუქმნათ უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებელი პირობები. მათი უფლებების დაცვა, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია”, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქუთაისში, 480 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით და არსებული გამოწვევების საპასუხოდ, პრემიერმინისტრის ინიციატივით, საქართველოს 5 ქალაქში მიმდინარეობს მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, დევნილი ოჯახებისთვის, საცხოვრებელი კომპლექსები შენდება.

„აღსანიშნავია, რომ, პროექტის ფარგლებში, 2025 წლის ბოლომდე, 7000-ზე მეტ ოჯახს ახალ ბინებს გადავცემთ, ხოლო 6000 ოჯახი „სოფლად სახლის” პროგრამის ფარგლებში, დაკმაყოფილდება. ჯამურად, 13 000 ოჯახი საცხოვრებელი ფართით იქნება უზრუნველყოფილი. აღნიშნული პროექტისთვის,  ჯამურად, 900 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, რაც მართლაც უპრეცედენტოდ მასშტაბურია”, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები