ზურაბ აზარაშვილი – „ვულოცავ ჩვენს დევნილ ოჯახებს ახალმოსახლეობას; ვუსურვებ მათ ბედნიერ ცხოვრებას და საკუთარ სახლებში მალე დაბრუნებას“

„ვულოცავ ჩვენს დევნილ ოჯახებს ახალმოსახლეობას. ვუსურვებ მათ ბედნიერ ცხოვრებას და საკუთარ სახლებში მალე დაბრუნებას“, – აღნიშნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქუთაისში, 480 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში დასრულდება ამავე კომპლექსში მდებარე, ორი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაც, სადაც ახალ ბინებს კიდევ 320 ოჯახი მიიღებს.

„ჯამურად, ამ საცხოვრებელ კომპლექსში 800 დევნილი ოჯახი იცხოვრებს. მინდა, მადლობა გადავუხადო ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩატარებული სამუშაოებისთვის“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 2022 წელს მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა, რისთვისაც 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

„გასული წლის განმავლობაში, 3500-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართი. უნდა აღინიშნოს, რომ 30 წლის განმავლობაში წლების მიხედვით გადაცემული ბინების რაოდენობით ეს რეკორდული რიცხვია. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობს და მოგახსენებთ, რომ წელს უკვე 1500 -ზე მეტმა ოჯახმა მიიღო საცხოვრებელი ფართი, ეს რიცხვი კი, წლის ბოლომდე, მნიშვნელოვნად გაიზრდება. 2023 წელს, ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხა 230 მილიონ ლარზე მეტია“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები