პრემიერმინისტრმა ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის განახლებული სტადიონი მოინახულა (ფოტო)
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის განახლებულ სტადიონი მოინახულა.
“მოგეხსენებათ, ჩვენ ვემზადებით ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის – ეს არის 21 წლამდე ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი. 21 ივნისს საქართველო-პორტუგალიის თამაში გაიმართება და ჩვენი ქვეყანა არის სრულად მზად, რომ ღირსეულად, უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ ეს ჩემპიონატი”, – განაცხადა პრემიერმა.

















