ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, 2,5 კილომეტრამდე სიგრძის სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, საჯიჯაო-ხიბულას მასივი მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ლესიჭინეში ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 2,5 კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება და 20 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები