პრემიერი: გავიმეორებ, ჩვენ ვუსურვებთ უკრაინას ომის დასრულებას, ტერიტორიების გამთლიანებას და მშვიდობას

მთავრობის მეთაურმა ქუთაისში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა მოლდოვაში პრემიერმინისტრის ვიზიტს შეეხებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც იმყოფებოდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვისი ინიციატივით არ შედგა კომუნიკაცია, მთავრობის მეთაურმა ასე უპასუხა:

„თქვენ რომ გიყურებთ, ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, რაც ხდება მედიასა და ამ დეგრადირებულ ოპოზიციაში. არაფერი ხდებოდა განსაკუთრებული, იქ იყო 45 ლიდერი, აქედან შეიძლება 5-მა, 6-მა, 10-მა ნახა მაქსიმუმ ზელენსკი, იქ რიგი არ ყოფილა ხელის ჩამოსართმევად, საერთოდ, ძალიან მარტივად იყო ყველაფერი”  – განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე – საშუალება რომ გქონოდათ, რას იზამდით, უსურვებდით წარმატებას? – პრემიერმა შემდეგი პასუხი გასცა: „მივესალმებოდი, მე საჯაროდ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ვუსურვებთ უკრაინას ომის დასრულებას, ტერიტორიების გამთლიანებას და მშვიდობას”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები