„ისთ ფოინთი“: დაფიქსირდა შეტყობინება, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია – მიმდინარეობს ევაკუაცია

საინფორმაციო ცენტრში დაფიქსირდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია, – ამის შესახებ „ისთ ფოინთი“ სოციალურ ქსელში წერს.

მათივე ცნობით, სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია მიმდინარეობს.

„ისთ ფოინთის საინფორმაციო ცენტრში დაფიქსირდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია. შეტყობინების დაფიქსირებისთანავე, უსაფრთხოების ინსტრუქციის თანახმად მივმართეთ 112-ს. ამ ეტაპზე 112-ის უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად მიმდინარეობს ევაკუაცია და მთელი ღამის განმავლობაში ჩატარდება სამუშაოები. სავაჭრო ცენტრი მუშაობას ხვალ, 10:00 საათიდან განაგრძობს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, შენობებში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ მიღებული შეტყობინებების გამო, ევაკუაცია განხორციელდა არაერთი დაწესებულებიდან, მათ შორის, თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები