ელისო ბოლქვაძის მხარდაჭერით, ქართველი პიანისტები ბუდაპეშტის საკონცერტო სეზონებში მიიღებენ მონაწილეობას

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, 2023 წლის მარტში, ბუდაპეშტში  ვიზიტის  ფარგლებში უნგრეთის ცნობილი საკონცერტო ორგანიზაციის-უნგრეთის ფილარმონიის დირექტორატს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმების შედეგად, კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით, 2024-2025 წლების ბუდაპეშტის საკონცერტო სეზონში ქართველი ნიჭიერი პიანისტები ბუდაპეშტის ყველაზე პრესტიჟულ დარბაზებში მიიღებენ მონაწილეობას.

ქართველი პიანისტებს თბილისში, მოსმენის შედეგად, სპეციალური ჟიური შეარჩევს, რომელსაც ელისო ბოლქვაძე უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები