უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდება – “კაზინო აჭარაში” საგამოძიებო მოქმედებები ტარდება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „კაზინო აჭარაში“ განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს ერთ-ერთი სამორინეს ხელმძღვანელი პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების შესაძლო ფაქტებზე, დანაშაული კი გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 218-ე მუხლებით.
მათივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო გარემოებების დადგენისა და ფაქტობრივი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამორინეში ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
„საზოგადობრივი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახურის მიერ, პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე გამოძიების შესახებ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები