ბრიტანულ-ქართული აკადემია: სკოლის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა

ბრიტანულ-ქართული აკადემია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სკოლის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო, სწავლა კი ხვალიდან, ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

“5 ივნისს, ბრიტანულ-ქართული აკადემიის ელექტრონულ ფოსტაზე შემოვიდა შეტყობინება სკოლის ტერიტორიაზე ბომბის არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც დაუყოვნებლივ განხორციელდა სკოლის სრული ტერიტორიიდან ევაკუაცია და მოსწავლეებისა და თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობა შსს-ს შესაბამის უწყებას და სკოლის მთლიანი პერიმეტრი შემოწმდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განაღმვის სამსახურის მიერ. ჩატარებული სამუშაოების შესაბამისად, სკოლის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება. სასწავლო რეჟიმი ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება”,- წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები