“ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში” ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისში, “ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში” ევაკუაცია გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით,  სკოლის ადმინისტრაციამ ელექტრონულ ფოსტაზე შენობაში ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია მიიღო.  ამ დროისთვის, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

“ბავშვების უსაფრთხოების მიზნით, ევაკუაცია მოხდა. ამ ეტაპზე, ვერანაირ ინფორმაციას ვერ გავცემთ”, – აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები