სამტრედიაში, საჯარო სკოლების მონაწილეობით, ინტელექტუალური თამაშების ჩემპიონატი ჩატარდა

ასოციაცია ,,ალამდარის“,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამტრედიის ინტელექტკლუბის ორგანიზებით  ჩატარდა სასკოლო ფესტივალი ინტელექტუალური თამაშები,,რა ?  სად ?  როდის ? ,, სხვადასხვა სახეობებში ,,რსრ,, , ,ბრეინი,, და  ,,ჯეპარდი, ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“ერთმანეთს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 20 საჯარო სკოლის 130-მდე მოსწავლე დაუპირისპირდა. სასკოლო ჩემპიონატში მონაწილეობდნენ როგორ ქალაქის ასევე სოფლების საჯარო სკოლების მოაზროვნეთა გუნდები .ნიშანდობლივია რომ წელს პირველად ინტელექტუალური თამაშების  ყველა შეკითხვა ქართული თემატიკის იყო, კითხვები  სამტრედიიის ინტელექტკლუბის წევრების მიერ მომზადდა.

ინტელექტუალურ თამაშებს  მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, თინათინ ხარძიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთაც ესწრებოდა.

ორდღიანმა ასპარეზობამ გამოავლინა გამარჯვებულები ,,ბრეინი,, პირველი ადგილი # 1 საჯარო სკოლა , ,,ჯეპარდი,,  პირველი ადგილი  ქეთი თომაშვილი სამტრედიის  მართლმადიდებლური  სკოლა, ფესტივალზე  მესამე ადგილი მელაურის საჯარო სკოლის გუნმდა ,, ფენიქსი ,, დაიკავა, მეორე ადგილზე სამტრედიის მართლმადიდებლური  სკოლის  გუნდი,,უძინართა დედამიწა,, გავიდა პირველი ადგილი და სასკოლო ფესტივალის აბსოლუტური ჩემპიონი ერთობლივი ქულების დაჯამებით  # 3  საჯარო სკოლის გუნდი ,, სამი მტრედის გამოცდილება,,  გახდა.

მიშო თევზაძე ,თეკლა ცირეკიძე,ნიკა და საბა თევზაძეები,ლიზი ქაშაკშვილი და გუგა ქართველიშვილი ამ შემადგენლობით დაკომპლექტებულმა გუნდმა მშობლიურ სკოლას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები