„ქრონიკის“ ექსკლუზივი: საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციამ კომპანიაში შიდა აუდიტი ჩაატარა, რომლის შედეგადაც არაერთი უზუსტობა და ფინანსური დარღვევაა გამოვლენილი

„ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც დგინდება, რომ საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციამ კომპანიაში შიდა აუდიტი ჩაატარა, რომლის შედეგადაც არაერთი უზუსტობა და ფინანსური დარღვევაა გამოვლენილი.

არ არის გამორიცხული, რომ ასოციაციის თავმჯდომარის, გიგა კობალაძის საქმიანობით, შესაბამისი უწყებები დაინტერესდნენ.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ გიგა კობალაძემ ავტორებს 14 მილიონი ლარზე მეტი მოჰპარა.

მანამდე საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) თავმჯდომარის მოადგილემ მირიან კულულაშვილმა თანამდებობა დატოვა. მისი გადადგომა სავარაუდოდ უკავშირდება ბოლოდროინდელ კორუფციულ სკანდალს და აუდიტის დასკვნას, რომელშიც სერიოზულ ფინანსურ დარღვევებზეა საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები