შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო -“ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” – პროექტის მმართველთა კომიტეტის მეოთხე შეხვედრაში

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” – მმართველთა კომიტეტის მეოთხე შეხვედრაში, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“პროექტი “ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)” – ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება.

შეხვედრის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორი უწყებების მიერ, პროექტის ფარგლებში გაწეული ტექნიკური დახმარება და მიღწეული შედეგები განიხილეს.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების ხელმძღვანელის მოადგილემ – კატალინ გერმანმა, და „UNOPS”-ის წარმომადგენელმა.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში გადმოცემული სხვადასხვა სახის აღჭურვილობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქართველ სამართალდამცავთა შესაძლებლობებს ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით როგორიცაა: კიბერ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება, საზღვრის ინტეგრირებული მართვა, საგზაო უსაფრთოხება და სხვა.
ალექსანდრე დარახველიძემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისს (UNOPS) გადმოცემული აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფისთვის.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზაობა გამოთქვეს.
აღნიშნულ პროექტს გაეროს პროექტების მომსახურების ოფისი (UNOPS) 2020 წლიდან ახორციელებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით.

პროექტის მიზანია ქვეყნის უსაფრთხოების სექტორში ჩართული სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობა, როგორც თანამედროვე აღჭურვილობის, მაღალ-ტექნოლოგიური პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის მიწოდებით, ისე საგანგებო და კატასტროფებზე რეაგირების ორგანოების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებით”,- აღნისსნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები