ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის ჩემპიონატის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

საქართველოს ნაკრების 22 წლის თავდამსხმელი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ტოპ-5 ლიგაში წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები