“საპატრიარქოს, რომელსაც სრულად გადავეცით გელათის რეაბილიტაციის პროექტი, ამ ურთულეს გზაზე წარმატებებს ვუსურვებ” – თეა წულუკიანი

საქართველოს საპატრიარქოს, რომელსაც ჩვენ სრულად გადავეცით გელათის რეაბილიტაციის პროექტი ამ ურთულეს გზაზე წარმატებებს ვუსურვებ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

თეა წულუკიანის თქმით, ადრე ჩატარებული გადარჩენის სამუშაოების შედეგად წყალი აღარ ჩაედინება.

„კედლებში დაგროვილი ნესტი არ ორთქლდებოდა, ჩვენ ასევე არაერთი კედლის მხატვრობა გადავარჩინეთ. ჩვენ ვხედავთ, რომ 15 -18 თვის წინ ჩატარებული გადარჩენის სამუშაოების შედეგები დღესაც სტაბილურია და კედლის მხატვრობას ამ გადარჩენილ ადგილებში არავითარი ზიანი არ ეტყობა, მაგრამ ძალიან ბევრი სამუშაოა დარჩენილი. მე მათ ვუსურვებ წარმატებებს ქართველი თუ უცხოელი სპეციალისტებისა და ექსპერტების დახმარებით“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები