“ჩვენ მყარი მოლოდინი გვაქვს, რომ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, ამ გზავნილის კიდევ ერთხელ გაჟღერების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო” – ირაკლი ქადაგიშვილი პრემიერის ვიზიტზე

ჩვენ მყარი მოლოდინი გვაქვს, რომ წლის ბოლოს ამ სტატუსს მივიღებთ. ამ გზავნილის კიდევ ერთხელ გაჟღერების კუთხით ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, – ასე შეაფასა “კვირასთან” საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მოლდოვაში პრემიერის ვიზიტი.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ, გატარებული რეფორმებისა და მიღწევების გამო, საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ობიექტურად, ეკუთვნის.

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში
მონაწილეობს

ყოველთვის მნიშვნელოვანია ასეთი დიდი საერთაშორისო ფორუმები. მით უმეტეს, როდესაც ევროპის ყველა სახელმწიფოს ლიდერი იყო შეკრებილი, ევროკავშირის ხელმძღვანელები ბრძანდებოდნენ იქ და ამ დროს კიდევ ერთხელ, ნათლად დაფიქსირდა საქართველოს მზაობა, ეს მზაობა იყო წინა პერიოდისთვისაც და ყველას მხრიდან აღიარებულია, რომ საქართველო თავის რეფორმების გზით და გაწეული სამუშაოს კუთხით ლიდერი არის. პრემიერი სვამს ამ საკითხს, რომ საქართველოს რეფორმების და გატარებული სამუშაოს მიხედვით დამსახურებულად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ მყარი მოლოდინი გვაქვს, რომ წლის ბოლოს ამ სტატუსს მივიღებთ. ამ გზავნილის კიდევ ერთხელ გაჟღერების კუთხით ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო.

თუ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული იქნება ხელშესახებ, გაზომვად პარამეტრებზე, ეს გადაწყვეტილება არა თუ დეკემბერში, არამედ გასულ წელსაც უნდა მიღებულიყო, თუ არაგაზომვადი პოლიტიკური თუ სხვა გადაწყვეტილება იქნება გადამწყვეტი აქ მარჩიელობა რთულია. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას  არა აღქმები, არამედ ის კონკრეტული რეფორმები და მიღწევები, რაც საქართველოს ამ მიმართულებით გააჩნია, იქნება გადაწყვეტილების მიღების მყარი საფუძველი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაში, სახელწოდებით – „უსაფრთხოება“, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩატარდა.

თემატური დისკუსია ორი ქვეყნის – გაერთიანებული სამეფოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით გაიმართა. ლიდერებმა ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გადასადგმელ ნაბიჯებსა და ძალისხმევაზე ისაუბრეს.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტი

დისკუსიის ფარგლებში ასევე აქტუალური იყო საქართველოს საკითხი. საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული სახელმწიფოების ლიდერებთან ისაუბრა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

მრგვალი მაგიდის დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი, ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი პიოტრ ფიალა, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ლუქსემბურგის პრემიერმინისტრი ხავიერ ბეტელი, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ლუდოვიტ ობორი, შვედეთის პრემიერმინისტრი ულფ კრისტერსონი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები