ბაიდენი კოლორადოში კადეტთა გამოსაშვები ცერემონიის დროს წაიქცა (ვიდეო)

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, კოლორადოში, შეერთებული შტატების საჰაერო ძალების აკადემიის გამოსაშვებ ღონისძიებაზე წაბორძიკდა და წაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას sky news-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პრეზიდენტმა ქვიშის ტომარას წამოჰკრა ფეხი.

საჰაერო ძალების წარმომადგენლები პრეზიდენტს ფეხზე წამოდგომაში დაეხმარნენ. დამთვალიერებლები, მათ შორის სცენაზე მყოფი ოფიციალური დელეგაციის ზოგიერთი წევრი, შეშფოთებული უყურებდნენ, სანამ ლიდერი თავის ადგილს დაუბრუნდებოდა.

ბაიდენი დიპლომების გაცემის ცერემონიაზე საათ-ნახევრის განმავლობაში ფეხზე იდგა და აკადემიის კურსდამთავრებულ კადეტებს ხელს ართმევდა.

„ის კარგად არის. ქვიშის ტომარა იყო სცენაზე, სანამ იგი ხელს ართმევდა“, – წერს თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორი ბენ ლაბოლტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები