ჯოზეფ ბორელი: საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა – ერთადერთი, რაც ქვეყანამ უნდა გააკეთოს, რეფორმების გაგრძელებაა

HRVP Jose Borell gives a speech at the official ceremony of launching the European Union Partnership Mission in Moldova. Chisinau, Republic of Moldova

საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი, რაც საქართველომ უნდა გააკეთოს, რეფორმების გაგრძელებაა და პოლიტიკური სტაბილურობაა.

„საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა. ერთადერთი, რაც საქართველომ უნდა გააკეთოს, რეფორმების გაგრძელება და პოლიტიკური სტაბილურობაა, მაგრამ ევროპული პერსპექტივა ადგილზეა. ევროკავშირის მხრიდან პოზიცია ნათელია. ახლა ჯერი საქართველოზეა, გააგრძელოს მუშაობა“, – განაცხადა ბორელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები