“ვილნიუსის სამიტზე ნატოსკენ მიმავალი უკრაინის გზა დაიხაზება, მაგრამ წევრობა შეთავაზებული არ იქნება” – ნიდერლანდების პრემიერი

ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ, რუსეთის აგრესიული ომის გამო, ვილნიუსის სამიტზე ნატო უკრაინას წევრობას ვერ შესთავაზებს.

ამის შესახებ მან მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მისვლის დროს თქვა.

“უკრაინა მნიშვნელოვანი სტუმარი იქნება ვილნიუსის სამიტზე. ბუქარესტში უკვე შევთანხმდით, რომ ალიანსში უკრაინის გაწევრიანების გზა არსებობს. საკითხავია, რა ენა იქნება ვილნიუსის სამიტის შემდეგ. უნდა გასცდეს ბუქარესტის დეკლარაციას. ახალი რიტორიკა გვჭირდება“, – განაცხადა ნიდერლანდების პრემიერმა.​

რუტე მიიჩნევს, რომ ვილნიუსის სამიტზე, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება, უკრაინა ნატოში მიწვევას არ მიიღებს.

„ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე სამიტზე ნატოს დოკუმენტებში გამოყენებული ენა არ შესთავაზებს უკრაინას სრულ წევრობას. ეს შეუძლებელია იმ საშინელი აგრესიის გამო, რომელიც უკრაინაშია”, – თქვა პოლიტიკოსმა.

მისივე თქმით, ალიანსის წევრები „მომავლისკენ მიმავალ გზას დახაზავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა ერთ დღეს ნატოს შეუერთდება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები