“დნესტრისპირეთის პრობლემა მოლდოვას ევროკავშირის გზაზე ხელს არ შეუშლის” – ბორელი

არაღიარებულ დნესტრისპირეთთან არსებული ვითარება მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ხელს არ შეუშლის.

ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა.

„ევროკავშირისკენ მოლდოვის სვლა დნესტრისპირეთის მოვლენებზე დამოკიდებული არ არის“, – თქვა მან.

ბორელმა გაიხსენა, რომ, ტერიტორიული პრობლემების მიუხედავად, ევროკავშირში გაწევრიანება კვიპროსმა შეძლო.

„მოლდოვასაც შეუძლია ამის გაკეთება“, – დასძინა მან და იქვე განმარტა, რომ ამისთვის რესპუბლიკამ რეფორმები უნდა გააგრძელოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები