“ომის დასრულების შემდეგ, ალიანსში უკრაინის შესვლის საკითხი ვილნიუსის სამიტზე განიხილება” – ლატვიის პრემიერი

ლატვიის პრემიერმინისტრმა, კრიშიანის კარინშმა განაცხადა, რომ ივლისში ვილნიუსში ნატოს სამიტზე განიხილება უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობა, რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ.

ამის შესახებ მან მოლდოვაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მისვლისას განაცხადა.

“დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ, როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება, უკრაინა ნატოს ნაწილი უნდა გახდეს. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და ვფიქრობ, რომ ამაზე მომავალ თვეში ვილნიუსში ვისაუბრებთ. მაგრამ საკითხი, რომელზეც ყველა ქვეყანამ უნდა იფიქროს, ასევე ნატოს გარეთ, არის ის, თუ როგორ შეგვიძლია, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა ახლა: იარაღით, საბრძოლო მასალით, ფულით. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა, რომ მოხდეს მათი ქვეყნიდან რუსების განდევნა”, – თქვა პოლიტიკოსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები