ანალენა ბერბოკი: ნატო ვერ მიიღებს ახალ წევრებს, რომლებიც ომში არიან

ნატო ვერ მიიღებს ახალ წევრებს, რომლებიც ამჟამად ომში არიან ჩართული, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ოსლოში განაცხადა, სადაც ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას გამართავენ.

“ნატოს ღია კარის პოლიტიკა ძალაში რჩება, მაგრამ ამავე დროს ცხადია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, ვისაუბროთ ახალი წევრების მიღებაზე, რომლებიც ომში არიან”, – განუცხადა ანალენა ბერბოკმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ოსლოში გამართული შეხვედრა კიდევ ერთი ნაბიჯია ნატოს ლიდერების ვილნიუსის სამიტამდე, რომელიც ივლისშია დაგეგმილი და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს შეთანხმებას კიევთან ურთიერთობების გაძლიერების შესახებ.

შეგახსენებთ, დღეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ნატოში გაწევრიანებისთვის მზად არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები