“2008 წელს ტერიტორიები „ნაციონალური მოძრაობის“ უგუნური პოლიტიკის გამო დავკარგეთ” – კახა კალაძე

„2008 წელს ტერიტორიები „ნაციონალური მოძრაობის“ უგუნური პოლიტიკის გამო დავკარგეთ – „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, 2008 წლის უბედურება ქვეყანას თავს არ დაატყდებოდა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“თუ ვინმეს არ აქვს უფლება, ილაპარაკოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დროებით დაკარგულ ტერიტორიებზე, ეს არის ის თქვენი პოლიტიკური პარტიები, რომელზეც ახლა მესაუბრებოდით და რომლებიც ვითომ აღშფოთებულები არიან. მათ უთხრეს, რომ უნდა იყვნენ აღშფოთებულები და გაბრაზებულები.

რეალურად, მათ არ აქვთ უფლება, იმიტომ რომ ეს არიან ადამიანები, ვისი უგუნური პოლიტიკის გამო, ჩვენ დავკარგეთ 2008 წელს ტერიტორიები, სოფლები, დაიღუპა უამრავი მშვიდობიანი ჩვენი მოქალაქე, ჩვენი გმირი ჯარისკაცები. ეს გამოწვეული იყო მათი უგუნური პოლიტიკის გამო. ერთ რამეს გარწმუნებთ, “ქართული ოცნება” რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, 2008 წლის უბედურება ქვეყანას თავს არ დაატყდებოდა,” – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები