უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. „ქართული ლეგიონის“ წევრი, სამხედრო საბრძოლო დანაყოფების ლოგისტიკური უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობდა. ის უკრაინაში 2022 წლიდან იმყოფებოდა.
გარდაცვლილი მებრძოლი 43-ე ქართველია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს ემსხვერპლა.
უკრაინაში საქართველოს საკონსულო ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია და საჭირო პროცედურები განხორციელდება.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოში ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი – ვახტანგ ბარაბაძე. ის 4 აპრილს ბახმუტთან ოკუპანტების საარტილერიო იერიშს ემსხვერპლა.