დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ნინოობას აღნიშნავს

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლას აღნიშნავს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს დღესასწაულს ულოცავს, მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

„საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება. ქრისტიანობის მქადაგებელი კაბადოკიელი ქალწულის დიდი დამსახურების გამო, მართლმადიდებელი ეკლესია მას ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთა სწორად მიიჩნევს“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები