1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

1-ელ ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა და
1950 წლიდან ყოველწლიურად 1-ელ ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება.
ამ დღის მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

საქართველოში წელს ამ დღის აღსანიშნად, სხვადასხვა საბავშვო – გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები