GITA -ს მხარდაჭერით, საქართველოში პირველი საერთაშორისო მარკეტინგული ფესტივალი Touch.point 9 ივნისს გაიმართება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერითა და Touch Platform-ის ორგანიზებით, რომელიც უკვე 6 წელია საერთაშორისო ტექ. კონფერენციაებს მართავს, წელს, პირველად საქართველოში, Martech ფესტივალს –  Touch.point – ს ატარებს.

Touch.point განკუთვნილია მარკეტინგისა და ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის (როგორიცაა: მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, მარკეტინგის მენეჯერები, პროდუქტის მენეჯერები, სოც. მედიის მენეჯერები, ქონთენთ მენეჯერები, კრეატიული სააგენტოს ექაუნთ მენეჯერები, სტრატეგიული მარკეტინგის სპეციალისტები, სტრატეგები, პროდუქტის ინჟინრები, ტექ. მეწარმეები თუ სხვა)

ფესტივალის მთავარი მიზანია, აამაღლოს ადგილობრივ ბაზარზე მარკეტინგული ტექნოლოგიების მიმართ ცოდნა და არსებული ტექნოლოგიური გადაწყვეტების პრაქტიკაში ეფექტურ დანერგვას, მეტად შეუწყოს ხელი.

ტრადიციულად, გამორჩეულად საინტერესო ლაინაფით ფესტივალი აუდიტორიას დატვირთულ, საინტერესო ინტერაქციებით, ინსპირაციითა  და დისკუსიებით  სავსე დღეს ჰპირდება.

ორგანიზატორებმა დაანონსეს სრული ლაინაფი :

  • ოკსანა ვალენტელის – “TikTok”-ის კრეატიული დირექტორი, დიდი ბრიტანეთი
  • ენდი ჩაილდსი – “Meta”-ს ბიზნეს სტრატეგი და ფუტურისტი, გერმანია
  • აიშა ხანი – “NIKE”-ს კრეატიული სტუდიის კრეატიული ბრენდინგის ხელმძღვანელი, იაპონია
  • ერიკ შმალინი – “Media.Monks”-ის გლობალური მედიის ხელმძღვანელი, 2 “EMMY”-ის მფლობელი, აშშ
  • ბერნარდო გონზალეზ – “Droga5”-ის კრეატიული დირექტორი, ნიუ იორკი, აშშ
  • ლაურა ვისკო – “GREY”- ის კრეატიული ხელმძღვანელი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
  • ჯასეკ მარკოვსკი – “Google” დიცრული რეკლამის არქიტექტორი
  • ორსუნ ფისტიკი – “Salesforce” მარკეტინგის რეგიონალური ხელმღძვანელი
  • ადამ ნოვაკოვსკი – “Meta” კრეატიული სააგენტოს პარტნიორი
  • დევიდ ქოქკლი – ბიზნეს კონსულტანტი, ეფლში 27 წლიანი გამოცდილებით
  • სალი ქერქაძე – ლივინგსტონის ვებ დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  • მარიამ ლელაშვილი – Optio-ს უფროსი პროდუქტ ოფიცერი
  • სანდრო ჯავახიშვილი – JWT Metro სტრატეგიის ხელმძღვანელი
  • ჯინო დოლინი – ტერმინალი, CEO
  • ნინი ჩაჩანიძე – Veli.Store, მომხმარებლის გამოცდილების ხელმძღვანელი
  • ვახტანგ მდივანი – Promofy.app, პროდუქტის ხელმძღვანელი
  • გიორგი ავალიანი – Holy Motors, დამფუძნებელი, კრეატიული დირექტორი
  • რუსუდან გიგინეიშვილი – Evido, Country Manager
  • მარიამ მენთეშაშვილი – PRS IN VIVO, ინსაითის ანალიტიკოსი
  • გიორგი კინწურაშვილი – საქართველოს ბანკი, ციფრული ბანკინგის ეკოსისტემის ხელმძღვანელი
  • შოთა ჩინჩალაძე – დამოუკიდებელი ბრენდ ექსპერტი
  • სალი დადიანი – თი ბი სი ბანკი, ციფრული ბრენდ მენეჯერი
  • გივი ჩხარტიშვილი – Hapttic, პროდუქტის ლიდი

პროგრამა დატვირთული იქნება პრეზენტაციებით,პანელური დისკუსიებით, ვორქშოფებით, კრეათონით, ნეთვორქინგითა და საღამოს წვეულებით.

ფესტივალის მთავარი თემებია

  • მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგი
  • მარკეტინგის ავტომაციების ხელსაწყოები
  • ბრენდი და კულტურა
  • მომხმარებლის ქცევა
  • ციფრული ქონთენთი და “სთორითელინგი”
  • მარკეტინგი მეტავერსში

ყველა დამსწრეს საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს AI კრეათონში და, AI-ს გამოყენებით, მარტივი ბრიფების ამოხსნაში გამოსცადოს თავი. ყყველაზე გამორჩეულ ნამუშევრებს საინტერესო ჯილდოებიც ელის ღონისძიების პარტნიორებისგან.

სრული პროგრამა იხილეთ ვებ გვერდზე: https://touchpoint.ge/program

ეტი ინფორმაციისთვის: https://touchpoint.ge/ 

ილეთების შესაძენად: https://tkt.ge/touchpoint 

პირველი კალათის ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ადგილები შეზღუდულია.

დამატებითი ინფორმაციისთვის:

ნათია გოგია: 593624624

natia@touch.ge

ფესტივალის პარტნიორები არიან:  “თბილისი მედია სითი”, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარაჯგუფი”, “ბლოკი”, “კეტარის ფონდი”, “სელფი”, “ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია”, “ევიდო”, “ალტა”, “ნოქსტონი”, “ბრიდი” “ლოვენბრაუ”, “ბორჯომი” 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები