ლაგოდეხში ხატვის კონკურსის თემაზე „იღვიძებს ბუნება” ჩატარდა

ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის დარბაზში ხატვის კონკურსის პირველი ეტაპი თემაზე „იღვიძებს ბუნება” ჩატარდა.

კონკურსში მონაწილეობა მიიღო თერთმეტი საჯარო სკოლის 29 ნორჩმა მხატვარმა VII, VIII, IX, X კლასებიდან.

ბავშვებს სამუშაოდ მიეცათ ერთი საათი, რაც საკმარისი იყო ნამუშევრის შესაქმნელად.

კონკურსში მონაწილე ნორჩი მხატვრები დააჯილდოვა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები