ლაგოდეხში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

ლაგოდეხში, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, ქალაქის შემოსასველი და ცენტრის მიმდებარე ტერიტორია ეროვნული მოტივებით შექმნილი დეკორაციებით და სახელმწიფო დროშებით მოირთო.
ქალაქის ცენტრში საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების აქტის ამსახველ ფოტო გამოფენასთან ერთად, ძველი ლაგოდეხის ფოტოები გამოეფინა. საზეიმოდ აჟღერდა საქართველოს ჰიმნი. აქვე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ, შემოქმედებით ლიტერატურულ კონკურსში მონაწილე ახალგაზრდების დაჯილდოება გაიმართა.
დღის ბოლოს, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები