პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში “ახალგაზრდობის თანხმობის აქტის” ხელმოწერის ცერემონია გაიმართა
დღეს, 26 მაისს ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტებმა და სხვა წარმატებულმა ახალგაზრდებმა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში ხელი მოაწერეს “ახალგაზრდობის თანხმობის აქტს”.
“ახალგაზრდობის თანხმობის აქტის” მიღებით, ქართველი ახალგაზრდები მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. ამ მოვლენით ისინი საზოგადოებას კონსოლიდაციის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს უჩვენებენ, რასაც ქართული სახელმწიფოებრიობის მომავალი უნდა დაეფუძნოს. ახალგაზრდებს მიაჩნიათ, რომ ეს პროცესი ხელს შეუწყობს და პოზიტიურად აისახება წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის მხრიდან წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.
პროცესს მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმა. “ახალგაზრდული თანხმობის აქტი” უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა საორგანიზაციო ჯგუფმა შეიმუშავა. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური სივრცის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.
მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით, უნივერსიტეტებსა თუ პროფესიულ სასწავლებლებში. გაიმართება დისკუსიები „ახალგაზრდობის თანხმობის აქტისა“ და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საკითხების გარშემო, სტუდენტებს კი შესაძლებლობა ექნებათ, ხელი მოაწერონ თანხმობის აქტს.
ხელმომწერი ორგანიზაციები/სტუდენტური თვითმმართველობები/პირები:
- „ახალგაზრდული ფორუმი მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის“;
- საქართველოს თანასწორობის ასოციაცია;
- YATA საქართველო;
- არაფორმალური განათლების ინსტიტუტი;
- სპორტული თაობა;
- ახალგაზრდა მედიკოსთა ასოციაცია;
- საქართველოს ევროპისმცოდნეთა ასოციაცია;
- პლატფორმა „ახალგაზრდები ნატო-ში ინტეგრაციისთვის“;
- ევროპული ახალგაზრდული ცენტრი;
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების
- სტიდენტური ჰაბი (SDG Student Hub TSU);
- პოლიტიკის დაგეგმვის,მონიტორინგისა და შეფასების ჰაბი;
- საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები საქართველო – ახალგაზრდული ორგანიზაცია;
- კავკასიის იურიდიული ინტეგრაციის ცენტრი;
- დავით ესათია-გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი;
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი;
- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი;
- გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი;
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი;
- მარიამ ხოტივრიშვილი-ახალგაზრდა მწერალი;
- კარლო ხუციშვილი-გამომგონებელი;
- ლერი აბულაძე-ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე;
- ლილი ნაკანი-მკვლევარი, ახალგაზრდა მეცნიერი, ფსიქოლოგი;
- ვლადიმერ გრძელიშვილი – პოდკასტის “საუბრები პოლიტიკაზე” ავტორი.