საქართველოში აშშ-ის საელჩო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ მისალოც წერილში ნათქვამია, რომ ქართველები მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდნენ დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის.
“კვირა” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
“ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხისგან. თქვენი მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის და უფრთხილდებოდით მას. ეს სულისკვეთება ისევეა ცოცხალი თქვენში, როგორც ოდესმე, განსაკუთრებით თქვენს მისწრაფებაში, გახდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრები და უზრუნველყოთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა საქართველოს მომავალი თაობებისთვის. შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, ისევე, როგორც ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!”, – ნათქვამია მისალოც ბარათში.